კრიტერიუმი
|
1-3 დაბალი
|
4-5 საშუალო
|
6-7 საშუალოზე მაღალი
|
8-10 მაღალი
|
შესაბამისი ტერმინის ფლობა და ადეკვატური გამოყენება
|
ვერ იყენებს ტერმინს სათანადოდ
|
ნაწილობრივ ფლობს ტერმინს და უჭირს მისი ადეკვატურად გამოყენება
|
ფლობს ტერმინს, იყენებს ადეკვატურად უმრავლეს შემთხვევაში
|
ფლობს ტერნინებს,იყენებს ადეკვატურად ყველა შემთხვევაში
|
მიზნის მისაღწევად საჭირო პრიორიტეტის განსაზღვრა
|
არასწორად აყალიბებს საჭირო პრიორიტეტს
|
არასრულად ჩამოთვლის პრიორიტეტების ნაწილს
|
შეუძლია ძირითადი პრიორიტეტის ჩამოთვლა
|
ჩამოთვლის ყველა საჭირო პრიორიტეტს
|
ნასწავლ თემებზე ვარაუდების გამოთქმა
|
ვერ აყალიბებს ვარაუდს
|
ჩამოყალიბებას შეძლებს, მაგრამ ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს
|
აყალიბებს და ნაწილობრივ ასაბუთებს თავის ვარაუდს
|
აყალიბებს და ასაბუთებს თავის ვარაუდს
|
მიღებული ინფორმაციის ანალიზი
|
არ შეუძლია ინფორმაციის გაანალიზება
|
ნაწილობრივ აანალიზებს
|
შეუძლია გაანალიზება
|
შეუძლია მასალის კარგად და მოხერხებულად ორგანიზება
|
დასკვნა
|
ვერ აკეთებს დასკვნებს
|
გამოაქვს ნაწილობრივ სწორი დასკვნები
|
აკეთებს ძირითად დასკვნებს
|
აკეთებს სრულფასოვან დასკვნებს
|
გეომეტრიული ფიგურები
Monday, February 24, 2014
შეფასება
Saturday, February 22, 2014
პროექტი
პროექტის სახელწოდება
|
„მათემატიკური
ფორმულები“
|
პროექტის მთავარი
თემა
|
„მათემატიკური
ფორმულები“ მათემატიკის სამყაროს ანარეკლია,თვით მათემატიკა კი კაცობრიობის ოკეანის
აზრი და მიზანი.
|
პროექტისაქტუალურობა
|
უვითარდებათ
უნარები, კომუნიკაციის, ძიების, კვლევის, ჯგუფური მმუშაობის,ისტ-ის.
|
პროექტის მიზნები
|
პროექტისმონაწილენი
გამოიცნობენ მათემატიკურ ფორმულებს, მოახერხებენ მათ დამტკიცებებს, შეადგენენ ცხრილებს,
ააგებენ გრაფიკებს, მოიძიებენ ქართველი და უცხოელი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს,
ფოტოებს. გაიცნობენ მათ მიერ აღმოჩენილ და დამტკიცებულ დებულებებს.
|
მონაწილეთა
ასაკი
|
12-14 წელი.მე-5,მე-6
კლასი.
|
ვადები
|
ხანგრძლივობა-2
კვირა.
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოსწავლეები
გაიუმჯობესებენ მათემატიკური ფორმულების მარაგს,გამოუმუშავდებათ თეორიული ცოდნის
პრაქტიკულად გამოყენების უნარი. გაიღრმავებენ კომპიუტერულ მუშაობას. მოამზადებენ
პრეზენტაციას ქართველი და უცხოელიმათემატიკოსების ფოტოებით, მასალებით.ეს პრეზენტაცია
განთავსდება პროექტის ბლოგზე.
|
სამუშაო ენა
|
ქართული.
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
დაფა, ცარცი,
კომპიუტერი ინტერნეტით, სახელმძღვანელო,რვეული, კალამი.
|
პროექტის მსვლელობა
|
მოსწავლეები
ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციებს ქართველი და უცხოელი მათემატიკოსების მიღწევებზე,დაეხმარებიან
სხვებს მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
|
საგნებთან კავშირი
|
ფიზიკა
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნანი ხუხუა
|
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა
|
nanixuxua@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://nanixuxua.blogspot.com/
|
|
|
Friday, February 21, 2014
გეომეტრიული ფიგურები.
გეომეტრიული ფიგურები ორ ჯგუფად იყოფა:ბრტყელი და სივრცული.
ბრტყელი ფიგურებია:სამკუთხედი,ოთხკუთხედი,კვადრატი,მართკუთხედი,წრე...
სივრცული ფიგურებია:პრიზმა,კუბი,ცილინდრი,კონუსი,პირამიდა,ბირთვი...
სამკუთხედს აქვს სამი წვერო,სამი გვერდი.ოთხკუთხედს აქვს ოთხი წვერო,ოთხი გვერდი. კვადრატი ისეთი ოთხკუთხედია, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. მართკუთხედი ისეთი ოთხკუთხედია, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია და ტოლია.
პრიზმა სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები მართკუთხედებია, მას აქვს 6 წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. კუბი სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები კვადრატებია. მასაც, ასევე, აქვს 6 წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. პირამიდა სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები სამკუთხედებია, მას აქვს 4 წახნაგი და 5 წვერო. ბირთვი სივრცითი ფიგურაა, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს. ცილინდრს, კონუსსა და ბირთვს არა აქვთ წახნაგები, წიბოები და წვეროები. ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევა ბირთვი–ის შეიძლება ,,გაგორდეს'' ნებისმიერი მიმართულებით. ალბათ, ამ თვისებების გამოა პოპულარული ისეთი თამაშები, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და მისთ. ბირთვის ამ თვისებას დიდი გამოყენება აქვს არა მხოლოდ თამაშებში, არამედ ტექნიკაშიც. ველოსიპედის, ავტომანქანის მრავალ ნაწილს აქვს ბირთვის ფორმა, და, რაც მთავარია, დედამიწას, მზეს, მთვარეს და სხვა პლანეტებსაც აქვთ ბირთვის ფორმა.
გეომეტრიულ ფიგურებს შეიძლება შევხვდეთ ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში. სურათის ჩარჩო კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა. ადამიანის სახე, ყვავილის გვირგვინი, ბურთი და ა.შ. წრის ფორმისაა. საჩუქრის კოლოფი, შოკოლადის ნაკრები, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ა.შ. პრიზმის ფორმისაა. კამათელს კუბის ფორმა აქვს. ჩამოსასხმელი ნაყინი კონუსის ფორმისაა. ბირთვის ფორმა აქვს ბურთს, საზამთროს, ვაშლს და ა.შ. პირამიდებს ეგვიპტის პირამიდების ფორმა აქვთ, სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. გეომეტრიული ფიგურები მრავლად შეიძლება შეგვხვდეს არქიტექტურულ ნაგებობებში, ეკლესია–მონასტრებში, ციხე–სიმაგრეების ისტორიულ ნიმუშებში და ა.შ.
ტრენინგებზე შესწავლილი საკითხების ჩამოთვლა
ელექტრონული ფოსტის გახსნა,სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება ლემილში,პრეზენტაციის გამოქვეყნება ლემილში, კოლექციის შექმნა ლემილში.
Subscribe to:
Posts (Atom)